"დიდი შვიდეულის" სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მედიას განუცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლოს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ უკრაინის პრეზიდენტი შეძლებს დატოვოს ომისგან დანგრეული ქვეყანა რამდენიმე ხნით.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის ლიდერები იყვნენ ერთიანები პრეზიდენტ ზელენსკის მხარდასაჭერად.
"ვფიქრობ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასწია გასაოცარი სამუშაო, ხელმძღვანელობდა რა თავის ქვეყანას და ლიდერობდა გლობალურ სოლიდარობას ამ საშინელ დროს", - განაცხადა ჯონსონმა ბრიტანულ ტელეარხ ITV News-თან ინტერვიუში.