კიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტონ გერაშჩენკომ "უკრაინსკა პრავდას" განუცხადა.
მისი თქმით დაღუპული მამაკაცია. მანამდე ნანგრევებიდან გამოიყვანეს მისი 8 წლის გოგონა, მიგვიანებით კი მისი ცოლი. ორივე კლინიკაშია გადაყვანილი. გერაშჩენკოს თქმით, ქალი რუსეთის მოქალაქეა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში დღეს, 26 მაისს, გამთენიისას მიიტანა. რუსეთის ძალებმა კიევის მიმართულებით რამდენიმე რაკტა ისროლეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათი ნაწილი ჩამოაგდეს. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ერთი რაკეტა შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რომლის ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეები მოყვნენ.
ამასთან, მედიის ცნობით, კიდევ ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.