ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა, 24 ივნისს, ევროკავშირის სამიტზე მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას ევროზონაში ხორვატიის გაწევრიანების შესახებ.
ხორვატიაში ევროს შემოღება 2023 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა "ხორვატიისთვის შესანიშნავი სიგნალი" უწოდა. მისი აზრით, მომავალში, ევროზონის წევრობის შედეგად ხორვატია უკეთესად გაუკმლავდება სხვადასხვა კრიზისს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურისტების 70%-ზე მეტი 4,1 მილიონიან ხორვატიაში, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ევროზონის ქვეყნებიდან ჩადის.
ევროკავშირის შეთანხმების თანახმად, დანიის გარდა, ევროზონას ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნდა შეუერთდეს, შეთანხმებაში ჩადებული მათ მიერ კრიტერიუმების შესრულების გათვალისწინებით. ამ დროისათვის ევრო ევროკავშირის 19 ქვეყანაში გამოიყენება. ბოლოს ევროზონას, 2015 წელს ლიეტუვა შეუერთდა.