ახალი სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მთავარი მოთხვნები გააცნო. ესენია: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება/
"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს 1 კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მას ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავს" - განაცხადა დიღმელაშვილმა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ.