ბუქარესტი არ ენდობა რუსეთს მისი ჯარების რუმინეთის საზღვართან ახლოს ყოფნის გამო, დნესტრისპირეთში. ეს განცხადება რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს.
"ჩვენ ვერ ვგრძნობთ თავს კომფორტულად, ვინაიდან რუსული ჯარი ჩვენს ჩრდილოეთ საზღვართანაა დაბანაკებული - დნესტრისპირეთში. ჩვენ ასევე საერთოდ არ გვაწყობს რუსეთის მიერ თავისი შავი ზღვის ფლოტისათვის ვადის გაგრძელების ფაქტი სევასტოპოლში", _ აცხადებს ბესესკუ რუმინულ გაზეთთან " Romania Liberta "-სთან საუბარში.
მისივე თქმით, არც მოსკოვი ენდობა დიდად ბუქარესტს.
"თუკი რუსეთი მეგობრულად უყურებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, რად უნდა მას ასეთი დიდი ფლოტი ასეთ პატარა ზღვაში?", _ კითხვას სვამს რუმინეთის პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები