.მოსკოვი თბილისიდან მორიგ საპროტესტო ნოტას მიიღებს. მიზეზი 17 ნოემბერს ცხინვალში რუსეთის დელეგაციის ვიზიტია, რასაც ქართული მხარე აპროტესტებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამი დღის წინ ჩასულ ჯგუფს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი ხელმძღვანელობდა.
რუსეთისთვის გადასაგზავნად საპროტესტო ნოტა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შუამავალი ქვეყნის, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილეს უკვე გადასცა. დიპლომართან შეხვედრაზე ვაშაძემ განმარტა, რომ 17 ნოემბრის ვიზიტი საქართველოს კონსტიტუციის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.