საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვაშინგტონში, აშშ-ის დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების კონფერენციაში მონაწილეობს, საიდანაც ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ეხმიანება.
"მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).
ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში, რომელიც საელჩოს გვერდზე "ფეისბუქში" ვრცელდება.