დღეს ევროკავშირის საბჭომ აღიარა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
ბორელის თქმით, საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას.
„ახლა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ საერთო გზის ყოველ ნაბიჯზე, რათა ავაშენოთ საქართველოს მომავალი ევროპაში. საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას! დიახ, არის პირობები. ეს დიდი ნაბიჯია წინ და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ. პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და წახალისებისა. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული. თქვენ იცით, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენ ერთად სამუშაოდ მზად ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოებას, რომ გამოვიყენოთ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ააშენოს საქართველო ევროპული მომავალი“, – წერს ბორელი.