უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. აღნიშნულის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
"შევთანხმდით. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვიტა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ისტორიული მომენტია. დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი თქვენს გზაზე ევროკავშირისკენ. ვულოცავ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს, ასევე უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა", - წერს შარლ მიშელი.