ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ფოტიგამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ამასთან, ფოტიგამ შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
"ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით ჟურნალისტებთან მოპყრობის გამო, ასევე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. არსებობს, ასევე კიდევ ბევრი საკითხი რომელიც გვაშფოთებს, მაგრამ პირდაპირ ვამბობთ, რომ არის პერსპექტივა და არც ისე შორეული, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვქონდა მრავალი პრობლემა ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მაგრამ არის გარკვეული კულტურა ამ პრობლემების მოგვარებისა.
ჩემი აზრით უნარი, სააკაშვილს საჭირო დახმარება გაუწიონ ნორმალურ პირობებში იქნებოდა ის ნიშანი, რომ მართლმსაჯულებაში არის უნარი და ეს აჩვენებს, უნარს რომ ექსტრემალურ სიტუაციებში რეაგირებას ახდენთ. ყველა რიგით პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულ პირობებში მიიღოს სამედიცინო დახმარება სააკაშვილის შემთხვევაში ამას ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს მისი პოლიტიკური პოზიციისა და ჟურნალისტური საქმიანობის გათვალისწინებით ასევე იმ ბრალდებებისა და არაპროპორციული სასჯელის გათვალისწინებით მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს მანდატი და შეიწყალოს ნიკა გვარამია", - თქვა ფოტიგამ.