ამერიკული მაღალი მობილობის, მრავალჯერადი საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ში დაწერა.
"HIMARS უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგას და მეგობარს ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის. ზოგიერთისთვის კი ბოლო", - წერს რეზნიკოვი.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 4.6 მილიარდი დოლარის დახმარება.