ღარიბაშვილის ენამ დაღუპა ივანიშვილი, კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოვა სანქციებს, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე.
მისი თქმით, ღარიბაშვილის სიძულვილის ენამ ნული გახადა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
"ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლას ძალიან უხდება ერთი კარგი ქართული ანდაზა - რამ დაღუპა და შენმა ენამო. ღარიბაშვილის ენამ დაღუპა ივანიშვილი, კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოვა სანქციებს. მისმა სიძულვილის ენამ ნული გახადა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. თუკი რაიმე იმედები არსებობდა, 1- პროცენტიანი შანსი მაინც იყო დღემდე და ქუჩაში გამოსული ასი ათასობით ადამიანი რაღაცას ელოდა სასიკეთოს, ღარიბაშვილის გუშინდელმა მოხსენებამ ყველაფერი დაიყვანა ნულამდე. საშინელი რეაქცია ჰქონდა ევროპარლამენტში და ძალიან ცუდი კომენტარები გააკეთეს პოლიტიკოსებმა, მათ შორის, კარლ ბილდტმა და რაც მთავარია, დაასამარა მთავრობა, გაემიჯნა როგორც კეთროვანს სალომე ზურაბიშვილი. განაცხადა, რომ აღმაშფოთებელია, რაც პარლამენტში ხდება მთავრობის მოხსენების სახით და რომ ესენი საქართველო არ არიან, რა მესიჯებს აძლევთ ბრიუსელს, დატუქსა გამოლანძღა და მერე ვეტოც დაადო. ვეტო დაადო კანონს, რომელიც არის სიმბოლური, რადგან მოსმენების საკითხი ფართოდ არის გაშუქებული დასავლეთში, იციან, რომ ყველას უსმენენ და მეტად უნდათ სამართლებრივად გაიძლიერონ მოსმენებთან და ზოგადად, რეპრესიებთან დაკავშირებით," - განაცხადა გოცირიძემ.