2011 წელს უფასო სასკოლო სახლემძღვანელობს 70 ათას ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახის სკოლის ასაკის ბავშვებსაც გადაეცემათ, ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"არის რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც პრემიერთან შეთანხმება მოვახერხეთ. კერძოდ, კი განათლების სისტემის სოცილური კუთხით, რომლის შედეგადაც მომავალ წელს არა მხოლოდ 57 ათას ქულიანი, ასვე უფასო სახელმძღვანელობს 70 ათას ქულიანი ოჯახების ბავშვებიც მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 160 ათასი ბავშვი უფასო სახელმძღვანელობით იქნება უზრუნველყოფილი", - აღთნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შევხედრაზე მან სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტების გაზრდის საკითხიც დააყენა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განმარტებით, პრემიერმა პირობა მისაცა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზრალებიული სოფლებიდან სტუდენტებს სწვალის საფასურს გადახდაში დაეხმარება.