აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, მარტოხელა და ინვალიდთა ორგანიზაცია "კამანი", აფხაზეთიდან დევნილ ინვალიდებსა და მარტოხელა მოხუცებს დახმარებას გადასცემს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის ოთხ კომპაქტურ ჩასახლებას, ასევე გეპეისა და წყნეთში მცხოვრებ მოხუცებს საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადაეცემათ.
ორგანიზაციაში 70-ამდე მარტოხელა და ინვალიდი დევნილია რეგისტრირებული, რომელსაც შეზღუდული პასუხისმგებელობის საზოგადოება "კამანი" პერმანენტულად ეხმარება.
მისამართი: თბილისის ზღვა (კადეტთა კორპუსი)