საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დასავლეთ ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილებას არ მიიღებს. ბაქრაძის ნაცვლად საფრანგეთში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი გამგზავრა.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გადადების მიზეზი კი მისი ბებიის გარდაცვალება გახდა.
როგორც ბიუროს სხოდმოაზე ბაქრაძემ აღნიშნა, დასავლეთ ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე ოფიციალურად მოხდება საქართველოსთვის პარტნიორი სახლემწიფოს სტატუსის მინიჭება და ქვეყნის პარლამენტს იქ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ეყოლება.
"გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ დასავლეთევროპული სახელმწიფო და ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები ვერ გავხდებით. ამიტომ "პარტნიორის სტატუსი" არის ის მაქსიმუმი, რომელიც ევროკავშირის და დასავლეთ ევროპისკავშირის არაწევრ ქვეყნას შეიძლება ჰქონდეს", - განმარტა ბაქრაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა კომიტეტს შესაბამისი ცვლილებების მომზადება დაავალა, რომლის საფუძველზედაც მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია შეიქმნება.