20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძეც შეუერთდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"20 ივნისი 20:00სთ. ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ", - წერს დუტა სხირტლაძე.
აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.