ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 1-2 დეკემბერს დაგეგმილ ეუთოს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია დღეს გაფრინდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აცნობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ყაზახეთში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლებიც გაემგზავრბიან. სამიტს საგარეო საქამეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება.
ასტანაში ეუთოს სამიტი 1-2 დეკემბერს გაიმართება. სამიტზე მიღებული იქნება დოკუმენტი უსაფრთხოების საკითხებზე. დოკუმენშტში საუბარი იქნება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზეც.