საფრანგეთში პარლამენტის (ეროვნული ასამბლეის) არჩევნების მეორი ტური დასრულდა.
წინასწარი შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი "ერთად!" პირველ ადგილზე გადის, თუმცა ვერ ახერხებს უმრავლესობის მოპოვებას.
ვარაუდობენ, რომ ალიანსი "ერთად!" ეროვნულ ასამბლეაში 210-დან 250-მდე მანდატს მიიღებს.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტის ქვედა პალატა) 577 ადგილია, შესაბამისად, უმრავლესობას მინიმუმ 289 ადგილი სჭირდება.
მეორე ადგილზე გავიდა "ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური გაერთიანება" (Nupes), რომელსაც მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონი ხელმძღვანელობს. სავარაუდოდ, მელენშონის პარტია ეროვნულ ასამბლეაში 150-დან 180-მდე მანდატს მიიღებს.
მესამე ადგილზე, შთამბეჭდავი შედეგებით, გავიდა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტია "ეროვნული გაერთიანება", რომელიც სავარაუდოდ 80-დან 100 მანდატამდე მიიღებს.
პარლამენტში ასევე მოხვდნენ "რესპუბლიკელები", სავარაუდოდ, 60-დან 70 მანდატამდე. დარჩენილი მანდატები, რომელიც სავარაუდოდ 31-მდე შეიძლება იყოს, დამოუკიდებელ კანდიდატებზე განაწილდება.
2000 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის პარტიას, რომელმაც არჩევნებში ცოტა ხნით ადრე გაიმარჯვა, ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ვერ იქნება. არადა, მიიჩნევდნენ, რომ ეს რეფორმა სწორედ პრეზიდენტის უპირატესობის განსამტკიცებლად გადატრდა.
შედარებისთვის, 2017 წლის არჩევნებში მაკრონის დაარსებულმა პარტიამ "წინ, რესპუბლიკა!" 350 მანდატი მიიღო.
ამრიგად, მაკრონის მეორე საპრეზიდენტო ვადის ბედი დამოკიდებული იქნება "რესპუბლიკელებზე" - დათანხმდებიან თუ არა (და რა პირობებით) მაკრონის ალიანსთან კოალიციას.