საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით ასტანაში 1-2 დეკემბერს დაგეგმილ ეუთოს საიტზე მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის შეხვედრა არ იგეგმება.
როგორც მან პრეზიდენტის სასახლეში ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა, გუშინ ამის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მსგავსი არაფერი იგეგმება.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 1-2 დეკემბერს დაგეგმილ ეუთოს სამიტზე, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია დღეს გაფრინდება. ასტანაში ეუთოს სამიტის ფარგლებში სუამის სხდომაც გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. სხდომაზე საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება.