.აშშ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ოფიციალური განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იან კელიმ გააკეთა. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი აგვისტოს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და მხარეებს ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების გამო. იქ იმყოფებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მონაწილეები, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული. ვფიქრობთ, ჟენევის მოლაპარაკებები მხარეებს კონსენსუსის მიღწევის კარგ შესაძლებლოებას აძლევს. ეს ყველაზე ეფექტური გზაა პრობლემის გადასაჭრელად" - განაცხადა იან კელიმ.