ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ისთვის დაწერა სვეტი, სადაც უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ საუბრობს.
სვეტი სათაურით "არასდროს ვიქნებით უსაფრთხოდ, თუ ზურგს ვაქცევთ მამაც უკრაინას" 18 ივნისს გამოქვეყნდა.
ჯონსონმა განაცხადა, რომ საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც მედგრად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის არმიას. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა 4-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა:
უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინელი სამხედროების გაწვრთნა;
უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში დახმარება. ამისთვის შესაძლოა წლების განმავლობაში იყოს საჭირო ფინანსური და ტექნიკური დახმარება;
უკრაინის ექსპორტისთვის ალტერნატიული სახმელეთო გზების შემუშავება ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად;
უკრაინის პორტებისთვის ბლოკადის მოხსნა და უკრაინული სურსათის საზღვაო გზით უსაფრთხო დერეფნის შექმნა, რისთვისაც აუცილებელი კიევისთვის შესაბამისი იარაღის მიწოდება და რუსეთთან დიპლომატიური ძალისხმევის, მათ შორის გაეროს მეშვეობით, გამოყენება.
მანამდე, მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააფრთხილა თანამოქალაქენი, რომ უნდა მოემზადონ ხანგრძლივი ომისთვის, რადგან პუტინი მიმართავს გამოფიტვის კამპანიას.