უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს რუსეთის არმიის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"სამხრეთს არავის დავუთმობთ, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია, ზღვა კი უკრაინული და უსაფრთხო იქნება", - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა ნიკოლაევის ოლქიდან დაბრუნების შემდეგ.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინა აღადგენს მთელ განადგურებულ ინფრასტრუქტურას.
"რუსეთს არ აქვს იმდენი რაკეტა, რამდენიც ჩვენს ხალხს აქვს სიცოცხლის სურვილი", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად მოინახულა ომით დაზარალებული ქალაქი ნიკოლაევი.