შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დელავერში საკუთარ სახლთან ველოსიპედით სეირნობისას, დაეცა.
ბაიდენი დელავერში თავის ცოლთან ერთად, ქორწინების 45-ე საიბიულეო თარიღის აღსანიშნავად ჩავიდა.
გავრცელებულ ვიდეოში პრეზიდენტი სხვა ადამიანებთან ერთად, ველოსიპედით სეირნობს, რა დროსაც შორიახლოს მყოფი ჟურნალისტები გარს ეხვევიან და კითხვებს უსვამენ. ჟურნალისტების მიახლოებისას ბაიდენი ველოსიპედთან ერთად გვერდულად ეცემა.
"კარგად ვარ", - უთხრა მან ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების სწრაფად დაეხმარნენ წამოდგომაში.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.