დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოულოდნელად უკრაინაში ჩავიდა. იუწყება Sky News.
ჯონსონი დონკასტერში ღონისძიებაზე პარლამენტარებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, მაგრამ ბოლო წუთს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა შეწყვიტა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა.
"ამ ომის დღეებმა აჩვენა: დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა მტკიცეა და ურყევი. მოხარული ვარ კიევში კიდევ შევხვდე ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს ბორის ჯონსონს", - დაწერა ზელენსკიმ.