ქალთა პარტია "ლეიბორისტების" პროტესტს უერთდება და ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოთქვამს შეშფოთებას გამოთქვამს.
"პროტესტს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ სახელისუფლებო არხებმა არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდეს, როცა არ ახსენეს, რომ ტერორისტული აქტი მოხდა ლეიბორისტულ პარტიის ოფისთან. ამით მათ შექმნეს ეჭვი იმის თაობაზე, ხომ არ შედიოდა ეს ტერაქტი ხელისუფლების ინტერესებში", - ნათქვამია "ქალთა პარტიის" განცხადებაში.
ამასთან, გუგული მაღრაძის გუნდი აღნიშნული ინციდენტის უკან საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ყოფნას ეჭვის თვალით უყურებს და აცხადებს, რომ "თუ ეს მართლაც ასეა, ადასტურებს, რომ ჩვენი სასიქადულო სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში ყოფილან მაგარი და მათ ცხვირწინ დაუბრკოლებლად ხდება ტერორისტული აქტები".
"სრული ბედნიერებისათვის ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს ესღა გვაკლდა, რომ ტერორისტული აქტების პოტენციური მსხვერპლებიც ვიყოთ. ყველა შემთხვევაში, ამ ტერორისტული აქტის სერიოზული და საფუძვლიანი გამოძიების გარეშე სავსებით გამოაშკარავდება ხელისუფლების მიერ ჩაფიქრებული ანგარიშსწორება ან ხელისუფლების უსუსურობა", - აღნიშნულია განცხადებაში.