ცოტა ხნის წინ, დასრულდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისაუბრეს.
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია", - თქვა შოლცმა.
ამავდროულად, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი, ბერლინი, რომი და ბუქარესტი მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა და ასევე გულისხმობს ვითარების გათვალისწინებას ბალკანეთსა და სამეზობლოში, კერძოდ მოლდოვაში", - თქვა ემანუელ მაკრონმა.
აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ არაფერი უთქვამთ.