საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინისათვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში ვიზიტის დროს.
"ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა და ასევე გულისხმობს ვითარების გათვალისწინებას ბალკანეთსა და სამეზობლოში, კერძოდ მოლდოვაში", - თქვა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში ჩავიდა.
მანამდე ევროპელი ლიდერები ომისგან განადგურებულ ქალაქ ირპინს სტუმრობდნენ.