გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც ევროპელ კოლეგებთან ერთად კიევში ვიზიტით იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმის ზელენსკი "დიდი შვიდეულის" დასკვნით სამიტზე მიიწვია. აღნიშნულის თაობაზე შოლცმა "ტვიტერში" დაწერა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ზელენსკიმ მისი მიწვვევა მიიღო.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისა და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად კიევში ჩავიდა. ამ დროისთვის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ხვდებიან.
მანამდე ევროპელი ლიდერები ომისგან განადგურებულ ქალაქ ირპინს სტუმრობდნენ.
"დიდი შვიდეულის" ლიდერთა სამიტი, რომელსაც წელს გერმანია თავმჯდომარეობს, 26-28 ივნისს ბავარიაში გაიმართება.