საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაქოში იმყოფება, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმში, რომლის თემაა "საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის".
სალომე ზურაბიშვილი დღესვე დაბრუნდება საქართველოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავის მიერ დაანონსებულ აქციაში, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე.