უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ტყეშელაშვილი პოლიტიკურ უმცირესობას ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტების შექმნის პროცესს გააცნობს.
შეხვედრაზე როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც არიან მიწვეულნი, თუმცა მას პარლამენტსგარეთ მყოფი უმცირესობიდან სავარაუდოდ, მხოლოდ "ტრადიციონალისტთა" თავმჯდომარე აკაკი ასათიანი დაესწრება. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, შეხვედრაში მონაწილეობას უმცირესობის თითქმის ყველა ძირითადი წარმომადგენელი მიიღებს.
ტყეშელაშვილისა და ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში 16:00 საათზე დაიწყება.