დღეს, 30 ნოემბერს, 13:30 საათზე, კომპანია "თელასი" მოხუცთა თავშესაფარ "კათარზისში" მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
აქციის ფარგლებში "კათარზისს" ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაეფარება.
შესაბამის სერტიფიკატს სათნოების სახლს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია გადასცემს.
მოხუცთა თავშესაფარს "თელასის" მიერ შეძენილი 5 ათასი ლარის ღირებულების სურსათიც გადაეცემა.