საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გამოვიჩინეთ საქართველოსთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის – უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ.
მისი თქმით, პარტნიორებისთვის სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა არის ასევე გაუგებარია.
„თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებზე; თან ვამბობთ, რომ არა ვართ და ამავე დროს, ვაკრიტიკებთ სხვებს, ვინც არიან და ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმე არის თავიანთ მოსახლეობაზე; ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს – ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, რომ უშედეგო იქნებაო, ვეუბნებით მათ; წარმოგვიდგენია, თუ ამას რა რეაქცია უნდა მოყვეს და ამ დროს, ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ, რომ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს. ასევე მოყვება ამ კითხვების გაჩენის კუთხით შექმნილი თემა, მოგონილი თემა, მეორე ფრონტისა, არც ერთი ჩვენი პარტნიორი და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მე ვარ ერთადერთი, ვინც ვიყავი ამერიკაშიც, ევროპაშიც და რომელსაც გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები და ღია შეხვედრები იმ კუთხით, რომ რაღაცებს მეუბნებიან, რასაც სხვებს შეიძლება, არ ეუბნებიან – არსად, არც ერთხელ, არასოდეს, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ აბა, თქვენ სადა ხართ, რატომ არ არის მეორე ფრონტი და რას აპირებთ; მოდით და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა – ეს არ არსებობს, არის მოგონილი, არის ტყუილი და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი, საიდანაც, მართალი არის, გაისმა ეს მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის, ესეც ვიცით, რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება, გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმის მოთხოვნა, რომ აბა, ვიღაცა სხვა, სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი და ამის ძახილი შეიძლება, იყოს, ამას არც უნდა ვუპასუხოთ, არც უნდა შევიდეთ პოლემიკაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.