ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „სურათი მარტივი დასანახია და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებებით ამ სურათის გადღაბნას ცდილობს“.
„მთავარი კითხვა საქართველოს მოქალაქისთვის დღეს შემდეგია, ამ დღეებში, როდესაც სულ რამდენიმე საათი გვაშორებს ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, თუ მოქმედებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. საინფორმაციო ველის გადღაბვნის მცდელობა სწორედ იმას ემსახურება, რომ ეს კითხვა როგორმე დღის წესრიგიდან გადაჩოჩდეს. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას ემსახურება განცხადებები, რომელიც გაკეთდა მთავრობის სხდომაზე და ამას ემსახურება კობახიხის განცხადებებიც და ნაბიჯებიც, რომელიც იდგმება, ევროპას როგორმე გააგონონ თავის ხმა, რომ საქართველო ვითომ არის სხვა პლანეტაზე, ევროპა სხვა პლანეტაზეა და ევროპამ კარი საქართველოსთვის დახუროს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.