ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია გახდება.
აღნიშნული ინიციატივით ნაციონალური მოძრაობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. პარლამენტი თორდიას წარდგენაზე უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
ამ დროისთვის ლაშა თორდია იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გია არსენიშვილი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.