ბიუროს სხდომაზე შრომის კოდექსისა და საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროეტის ინიცირება ერთი კვირით გადაიდო.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციები გრძელდება და პოზიციების საბოლოო შეჯერებისთვის კიდევ ერთ კვირას მოხდება საკითხის განხილვა.
მისი განმარტებით, საპენსიო რეფორმა გათვლილია მოსახლეობაზე, რათა მათ, გარდა პენსიისა, სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებაც მიიღონ.
"ეს იქნება ერთობლივი პაკეტი, რომელშიც პენსია და სოციალური დახმარება გაერთიანდება, თუმცა რა სახის დახმარება იქნება, ამის შესახებ კონსულტაციები გრძელდება და პროექტს მომავალ სხდომაზე წარმოვადგენთ", - აღნიშნა ხუროშვილმა.