გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.