საშემოდგომო სესის ბოლო სხდომა 17 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"მიმდინარე კვირა საკომიტეტო კვირაა და გთხოვთ, სესიაზე გასატანი საკითხები დროულად განიხილოთ. მომავლ კვირას პლენარული სხდომები 7 და 9 დეკემბერს გაიმართება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, 10 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაც შეიძლება ჩატარდეს. მინდა მოვუწოდო მთავრობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ახალი ინიციატივების შემოტანის დროს აღნიშნული გრაფიკი გაითვალისწინონ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, რიგგარეშე სხდომები შეიძლება 17 დეკემბრის შემდეგაც დაინიშნოს.
"საშემოდგომო სესიის დახურვამდე მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 სხდომა ჩატარდება, იმის გათვალისწინებით, რამდენად მოესწრება აუცილებელი კანონპროექტების განხილვა", - აღნიშნა ბაქრაძემ.