ოპოზიციური ფრაქციები წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ. ეს ინიციატივა ფრაქცია "ჩვენი თბილისის" ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე წამოაყენა.
მისი თქმით, ეს კომისია ხელს შეუწყობს იმის გამოკვლევას, თუ რეალურად რატომ იზრდება წყლის ტარიფი.
"აუცილებელია შეიქმნას ეს ჯგუფი ან კომისია, რათა გავარკვიოთ, ამ გაზრდილი ტარიფის შემდეგ ის ფული რეალურად სად მიდის. შესაძლებელია, ეს ფული მთავრობის წარმომადგენლების ჯიბეშიც კი მოხვდეს", - განაცხადა აბაშიძემ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კომისია არ შეიქმნა. ამიტომ რომელიმე არსებული კომისიის სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები მოიწვევენ სემეკისა და GWP-ის ხელმძღვანელებს და მათგან მოითხოვენ ყველა იმ დოკუმენტს, რის მიხედვითაც ხდება წყლის ტარიფის გაძვირება.