საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ვიცე-პრემიერები მიიღო.
სააკაშვილმა სერგეი ტიგიპკოს, სინიონ იანკოვსა და იგორ ლუკშიჩს კახეთში, ყვარლის ტბაზე უმასპინძლა.
პრეზიდენტი სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და მისი შედეგები გააცნო. სააკაშვილმა უკრაინის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ვიცე-პრემიერებს რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი - ყვარლის ტბა - პირადად დაათვალიერებინა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა კახეთში სტუმრობის ფარგლებში დღეს სოფელ გავაზაში ახლად აშენებლი საჯარო სკოლაც გახსნა.