სამხრეთ კორიეს პრეზიდენტმა ლი მიუნგ-ბაკმა ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვა არაადამიანურ დანაშაულად შეაფასა.
როგორც ლიმ განაცხადა, მან ღრმა პასუხისმგებლობა იგრძნო, რომ ვერ დაიცვა კუნძულ იონგპიონგზე მცხოვრები ხალხი საარტილერი დარტყმისგან, რომლის შედეგაც სამხრეთკორეელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია. ამჯერად ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ.
ჩრდილოეთ კორეამ ოთხდღიანი წვრთნები პროვოკაციად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იანგპიონგზე საარტილერიო დარტყმა მოახდინა. დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ექსვმხრივი მოლაპარაკებების სასწრაფოდ განახლება მოითხოვა. მოლაპარაკებები თუUგანახლდება, მასში ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია და აშშ ჩაერთვებიან. მოლაპარაკებებზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხიც იქნება განხილული.