საპარლამენტო უმრავლესობა "ქრისტიან-დემოკრატებს" მედიაგამჭვირვლეობასთან დაკავშირებული კანონპროექტის შეჯერებას სთავაზობს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე იურიდიული კომიტეტისის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ მედიაექსპერტების და მედიაორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენთვის ამ ცვლილების ძირითადი არსი ცნობილია. გვქონდა კონსულტაციები ექსპერტთა ჯგუფის ერთ ნაწილთან. მედიაგამჭვირვალეობის შესახებ ჩვენ მომზადებული კანონპროექტი 2 დეკემბერს იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე უნდა გავიტანოთ, მანამდე კი მზად ვართ, კონსულტაციები გავმართოთ და შეჯერებული კანონოპროექტი შევიმუშაოთ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
იგი გამოვიდა ინიციატივით _ რადგანაც საინიციატივი ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი რამდენიმე საკითხისგან შედეგება, ამიტომ მათი ცალ-ცალკე განხილვა მოხდეს.
"ხომ არ იქნებოდა უკეთესი, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტზე იმ სამუშაო ჯგუფმა იმსჯელოს, რომელიც უკვე შეიქმნა და მხოლოდ იმ ნაწილში შევაჯეროთ ჩვენი ინიციატივები, რომელიც მაუწყებლობის მფლობელთა გამჭვირვალეობისა და ფინასურ საკითხებს ეხება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.