პარლამენტის წევრის, ზაალ უდუმაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა 81 ხმით დაუჭირა მხარი.
საკითხი კოლეგებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო.
მისი განცხადებით, პარლამენტის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე საკუთარი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და ზაალ უდუმაშვილის განცხადების ნამდვილობა დაადგინა.
პარლამენტმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.