უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არანაირ ალტერნატივას არ დათანხმდება.
კულებას თქმით, ვერ ხედავს ვერცერთ რაციონალურ არგუმენტს, რომელსაც შეიძლება ევროკავშირის სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები დაეყრდნონ.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, უკრაინა არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსის რაიმე სუროგატ ვერსიებს და ალერნატივებს, რაც უნდა ვარდისფერი იყოს ისინი. ჩვენ დიდი ხანია ვთამაშობთ ამ თამაშს და ვიცით, ეს როგორ მუშაობს. ჩვენ ვართ თავმდაბალი, მოკრძალებული ხალხი, რომლებიც დაკმაყოფილდება ჩვეულებრივი სტანდარტული სტატუსით და ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულის გამოგონება არ არის საჭირო", - თქვა კულებამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და აკმაყოფილებს მისი მოპოვებისთვის საჭირო კრიტერიუმებს.
კულებას განცხადებით, არიან ევროკავშირში ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ "შეგვაცდინონ გარკვეული ალტერნატივით".
"კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის სკეპტიკოსი ქვეყნების ბოლო ფსიქოლოგიური ბარიერია, რომელიც ჩვენ უნდა გადავლახოთ", - დასძინა კულებამ.