აჭარაში რეგისტრირებული დაავადებების 42% 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 23% 0-იდან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე მოდის.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის მესამე კვარტლის მონაცემების თანახმად, რეგიონში რეგისტრირებული დაავადებების 34% 18-60 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე მოდის, ონკოლოგიური დაავადებების მიხედვით, 54% 18-60 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, 45% კი 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაზე მოდის.
2010 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის რეგისტრირებულ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია გულსისხლძარღვთა სისიტემის დაავადებები (განსაკუთრებით 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში), სასუნთქი სისტემის დაავადებები (განსაკუთრებით 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებში), ენდოკრინული სისტემის (განსაკუთრებით 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში), ონკოლოგიური დაავადებებიდან გავრცელებულია სარძევე ჯირკვლის (განსაკუთრებით 18 წლის ზემოთ), კანის კიბო (განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ), ხორხისა და ფილტვის კიბო (განსაკუთრებით 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში).
სტაციონარებში ავამყოფების მიმართვიანობა დაავადების მიხედვით ყველაზე ხშირია გუსისხლძარღვთა სისტემის (სტენოკარდია, მიოკაედიუმის ინფარქტი, განსაკუთრებით 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა), სასუნთქი სისტემის (პნევმონია, ბრონქიტი_განსაკუთრებით 0-18 წლამდე ასაკის მოსახლეობა) და ინფექციური დაავადებების (ინფექციური წარმოშობის დიარეა_განსაკუთრებით 0-18 წლამდე) დროს.
სტაციონარში რეგისტრირებული ავადმყოფების ასაკობრივ ჭრილში განხილვით დაავადებათა 27% 0-დან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, 42% მოდის 18-60 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 31% მოდის 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაზე მოდის.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტოში განმარტავენ, რომ სტაციონარში გარდაცვლილთა 45% გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, 7% ნერვიული და 10% საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, 3% სასუნთქი ორგანოების დაავადებების გამო დაფიქსირდა.