"საქართველოს პრეზიდენტი იყენებს იმ უფლებას რომელიც კონსტიტუციით არ აქვს"- ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგ დღეს კულტურის მინისტრმა გააკეთა.
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ პრემიერმა პრეზიდენტს არა პოლიტიკური დევნის, არამედ მისი მხრიდან კანონის დარღვევის გამო უჩივლა.
წულუკიანის თქმით, დავა ნამდვილად უპრეცედენტოა.
"პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში სიტყვა არ ეთქმის, იმასთან დაკავშირებით ვინ იქნება უკეთესი, რომელ ქვეყანაში თავისი გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, ჩვენ საქართველოს მთავრობას, რამდენჯერმე გვქონდა შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით, ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტი მაინც იყენებს იმ უფლებას, რომელიც მას არ აქვს კონსტიტუცით მინიჭებული, საქართველოს მთავრობამ სწორედ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა განმარტოს და თქვას: საქართველოს მთავრობა კითხულობს კონსტიტუციურ ნორმას სწორად, თუ საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა წულუკიანმა.