"საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას კატეგორიულად ვუჭერთ მხარს", - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზავნილი, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისგან მიიღო.
"იტალიის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს – ორ რამეს გეტყვით: ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვერაფერი შეცვლის. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქაც კატეგორიულად გიჭერთ მხარს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკას სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.
