2015 წლიდან საქართველოში ტელე-რადიო მაუწყებლობის ციფრულ მაუწყებობაზე გადასვლა იგეგმება.
ამის შესახებ "ქორთიარდ მარიოტში" დღეს კონფერენცია გაიხსნა თემაზე:"საქართველოში ანალოგური ტელერადიო მაუწყებლობდან ციფრულ ტელერადიო მაუწყებლობაზე აქტუალური საკითხები".
კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ არჩილ კეკელიამ გახსნა. მისი თქმით, ეს პროექტი საქართველოში 2015 წლამდე განხრციელდება.
"ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ევროპის ქვეყნებში 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს საერთო ანაოგიური ტელერადიო მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. ციფრული მედია წარმოადგენს: მედია პლურალიზმის და მრავალფეროვნების, მაუწყებლობის სფეროში ინვისტიციების მოზიდვის და კონკურენციის განვითარების, ახალი სამაუწყებლო კომპანიებისა და პროგრაების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ევროპულ სამაუწყებლო სივრცეში ინტეგრირების და ა.შ. საშუალებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხთა წრეს მიეკუთვნება და იგი წარმატებით შესაძლებელია განხორციელდეს ევროპის ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებით და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სამაუწყებლო კომპანიების, ინვესტორებისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით", - განაცხადა კონფერენციის გახსნისას არჩილ კეკელიამ.
კონფერენცია ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ევროპის კომისიის ტქენიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტის (თAIEX) ორგანიზებით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობენ და განსახილველი თემის ტექნიკურ, ეკონომიკურ, სოციაულურ, ორგანიზაციულ და სკანონმდებლო - ნორმატიულ საკითხებზე მოხსენებით ევროპის ქვეყნების ექსპერტები გამოვლენ.
კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისა და სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლები იღებენ.