Associated Press-ის ცნობით, რუსეთმა მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება დაიწყო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევმა და მოსკოვმა დაღუპულთა პირველი ოფიციალური გაცვლა განახორციელეს, რომლის დროსაც თითოეულმა მხარემ მებრძოლთა 160 ცხედარი გადასცა მეორეს.
"აზოვის“ პოლკის პრესმდივანმა ანა გოლოვკომ AP-სთვის მიცემულ კომენტარში დაადასტურა, რომ მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც დაიღუპნენ "აზოვსტალში". გოლოვკოს თქმით, საუბარია "აზოვის" სულ მცირე 52 მებრძოლის ცხედარზე.
ათობით ცხედარი უკვე გადაასვენეს კიევში და დაწყებულია ნეშტების იდენტიფიკაციის პროცესი დნმ-ის ანალიზით.
ინფორმაციას ადასტურებენ "აზოვის" მებრძოლების ახლობლებიც, რომლებმაც უკვე მიიღეს თავიანთი ნათესავების ცხედრები,
რამდენი ადამიანი დაიღუპა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "აზოვსტალში" მყოფი 2,5 ათასზე მეტი მებრძოლი ახლა რუსეთის ხელშია და უკრაინა ყველაფერს აკეთებს მათ სახლში დასაბრუნებლად.