TBC ბანკის ვაკის ფილიალის თანამშრომელის ბაქარ რუხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბაქარ რუხაძეს წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი მთვარელიძე დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მთვარელიძე ავტომანქანას ნასვამი მართავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის ექსპერტიზისთვი ნარკოლოგიის ცენტრში მაშინვე გადაიყვანეს, რის შემდგაც გაათავისუფლეს.
21 წლის ბაქარ რუხაძეს ფეხი აქვს მოტეხილი.