საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ აჭარაში მშენებარე საავადმყოფოები მოინახულა.
ჰოსპიტალების პროექტების საბოლოო ვარიანტში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც კლინიკებში საწოლების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად "იმედი-ელის" მიერ აღებული ვალდებულებით გათვალისწინებული 170 საწოლის ნაცვლად აჭარაში 6 ახალ კლინიკაში 230 საწოლი იქნება.
ყველაზე მეტი ადგილი ბათუმის საავადმყოფოს დაემატება. დაგეგმილი 50-ის ნაცვლად ბათუმის ახალი, მრავალპროფილიანი კლინიკა 100 საწოლზე იქნება გათვლილი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული ნაწილის გამართვის პარალელურად სახელმწიფო სექტორის კადრობრივ გამართვასაც იწყებს.
დაგეგმილია სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ახალ კლინიკებში ყველაზე საუკეთესოები დასაქმდებიან. ტრენინგები 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყება.